დავით გაბაიძემ აჰმად ბადფასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ქალაქ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, აჰმად ბადფას უმასპინძლა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მას დიპლომატიური მოღვაწეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს პირველი კონსული, რეზა ყორბანიანი და ამავე საკონსულოს წარმომადგენელი, ნატალია სიმსივე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე.

„დავით გაბაიძემ აჰმად ბადფას მადლობა გადაუხადა საქართველო-ირანს შორის თანამშრომლობის განვითარება-გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს