სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები

სმარტფონით, პლანშეტით, კომპიუტერით შეძლებთ თვალი ადევნოთ სატელევიზიო ეთერს: სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას, თუ Silk Go აპლიკაციას ჩამოტვირთავთ და გექნებათ წვდომა ინტერნეტთან.

აპლიკაცია სილქნეტის სატელევიზიო სერვისის SilkTV-ის ანალოგია: მრავალფეროვანი, ჟანრებად დაყოფილი კონტენტით და ინტერაქტიული ფუნქციონალით. პაკეტი “პრემიუმ ჯორჯია”, რომელიც ახალი აქციის ფარგლებში გაუაქტიურდება მომხმარებელს, ყველა ძირითად ქართულ არხს თავაზობს, მათ შორის Silk Sport არხები - სპორტული ექსკლუზივებით: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, NBA ; ასევე, სილქ კინო არხებს, Silk Kids, სილქ უნივერსალს, ევრონიუს ჯორჯიას და შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ უცხოურ კონტენტს.

იმისათვის რომ გახდეთ Silk Go-ს მომხმარებელი, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია ნებისმიერი ქსელის მობილური ნომრით და აქციის ფარგლებში მიიღეთ:

  • ყველაზე მრავალფეროვანი პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ უფასოდ - 15 იანვრის ჩათვლით (2022 წ) გაგიაქტიურდებათ 40-ზე მეტი ქართული და უცხოური არხი, მათ შორის: Silk სპორტ არხები, კინო, საინფორმაციო, შემეცნებითი კონტენტი.
  • ვიდეოთეკა და კინო-კატალოგი Amediateka საჩუქრად - აქციის ფარგლებში, ისარგებლებთ ამ დამატებითი სერვისებით: წინანდლის მუსიკალური ფესტივალის კონცერტების არქივით და კინოკატალოგით, სადაც მსოფლიო პრემიერები და რეიტინგული სერიალებია განთავსებული.
  • Silk Go აპლიკაციას ჩამოტვირთავთ უფასოდ, შემდეგ გაივლით გამარტივებულ რეგისტრაციას ნებისმიერი ქსელის მობილურის ნომრით და ისარგებლებთ სატელევიზიო კონტენტით სააბონენტო გადასახადის გარეშე 15 იანვრის ჩათვლით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

iOS: https://apple.co/2QpSHAd

Android: http://bit.ly/SilkTVgo

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია