ბსუ-მ სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარება - Sponsor Notes მიიღო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარება - Sponsor Notes მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სიახლე ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს დარეგისტრირდნენ USMLE-ის გამოცდებზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში დასაქმების უფლებას მოიპოვებენ, რაც ხელს შეუწყობს მათი მსოფლიო დონის სპეციალისტად ჩამოყალიბებას.

„სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატი ჩამოყალიბდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) პარტნიორობით (https://www.wdoms.org/). WFME გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებულია ექიმების განათლებითა და ტრენინგებით, რომლის მისია და მიზანია კაცობრიობის უკეთესი ჯანდაცვისკენ სწრაფვა, მსოფლიო სამედიცინო განათლების ხარისხის გაზრდა, სამედიცინო განათლების უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობით. ამ მიზნის მიიღწევა შესაძლებელია სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავებით, სამედიცინო სკოლების აკრედიტაციის ხელშეწყობით, სამედიცინო განათლების შესახებ მონაცემთა ბაზების შემუშავებით, მედიცინისა და სამედიცინო განათლების მომავლის პროექტებით და სხვა პუბლიკაციებითა და პარტნიორობით.

FAIMER გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, გააუმჯობესოს საზოგადოების ჯანმრთელობა ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნით, კვლევების ჩატარებით და მონაცემთა რესურსების ხელმისაწვდომობით. იგი ემსახურება მასწავლებლების, მკვლევრების, მარეგულირებლებისა და პოლიტიკის შემქმნელების საერთაშორისო საზოგადოებებს, რომლებიც პოტენციურად განსაზღვრავს ჯანდაცვის უკეთეს მომავალს. FAIMER აერთიანებს ექსპერტთა ფართო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროს მდგრად განვითარებას და ქმნის ჯანდაცვის სისტემურ პროვაიდერებს და აწვდის ჯანდაცვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბსუ-მ სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარება -  Sponsor Notes  მიიღო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარება - Sponsor Notes მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სიახლე ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს დარეგისტრირდნენ USMLE-ის გამოცდებზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში დასაქმების უფლებას მოიპოვებენ, რაც ხელს შეუწყობს მათი მსოფლიო დონის სპეციალისტად ჩამოყალიბებას.

„სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატი ჩამოყალიბდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) პარტნიორობით (https://www.wdoms.org/). WFME გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებულია ექიმების განათლებითა და ტრენინგებით, რომლის მისია და მიზანია კაცობრიობის უკეთესი ჯანდაცვისკენ სწრაფვა, მსოფლიო სამედიცინო განათლების ხარისხის გაზრდა, სამედიცინო განათლების უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობით. ამ მიზნის მიიღწევა შესაძლებელია სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავებით, სამედიცინო სკოლების აკრედიტაციის ხელშეწყობით, სამედიცინო განათლების შესახებ მონაცემთა ბაზების შემუშავებით, მედიცინისა და სამედიცინო განათლების მომავლის პროექტებით და სხვა პუბლიკაციებითა და პარტნიორობით.

FAIMER გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, გააუმჯობესოს საზოგადოების ჯანმრთელობა ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნით, კვლევების ჩატარებით და მონაცემთა რესურსების ხელმისაწვდომობით. იგი ემსახურება მასწავლებლების, მკვლევრების, მარეგულირებლებისა და პოლიტიკის შემქმნელების საერთაშორისო საზოგადოებებს, რომლებიც პოტენციურად განსაზღვრავს ჯანდაცვის უკეთეს მომავალს. FAIMER აერთიანებს ექსპერტთა ფართო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროს მდგრად განვითარებას და ქმნის ჯანდაცვის სისტემურ პროვაიდერებს და აწვდის ჯანდაცვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო