შიდა ქართლში 12 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლში „საქართველოს მელიორაცია“ 5000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

“საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, სოფელ ოსიაურისა და შაქშაქეთის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის 12 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ქარელისა და ხაშურის 10 სოფლის (ოსიაური, ზემო და ქვემო შაქშაქეთი, ბრეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბებნისი, რუისი და ურბნისი) სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

ცნობისთვის, საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა