ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს, მიკლოშ კაშლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები.

საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმართულებასაც - ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნება ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პროფესიონალებით, ცენტრში სამედიცინო კვლევების გარდა შესაძლებელი იქნება პაციენტთა მკურნალობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ქართველი და უცხოელი სტუდენტების განათლებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძლება ითქვას არის სავიზიტო ბარათი და ჩვენი მიზანია ის გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერებაც.

„მინისტრი თავად გახლავთ ონკოლოგიის დარგის ექსპერტი და მისთვის კარგად არის ცნობილი მსოფლიოში ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები, ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამის საპასუხოდ, სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმაც.

“ვისაუბრეთ ბევრ საერთო, საინტერესო საკითხზე, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და პრაქტიკის გაზირება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მზადყოფნას გამოვთქვამთ“, - აღნიშნა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს და უნგრეთის დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს