კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ რუსთავში ახალ ჰიპერმარკეტს ხსნის.

კარფურის ახალი ჰიპერმარკეტი, რომლის კარიც მომხმარებლებისთვის 2 დეკემბერს გაიღო, რუსთავი მოლში, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს და ის მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება. კარფურის ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.

უფრო მეტიც, ახალი ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს უზრუნველყოფს მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორიცაა თვითმომსახურების სალაროები, კაფე და სივრცეები, სადაც ახალი და ჯანსაღი პროდუქცია მომხმარებლის თვალწინ მზადდება, მათ შორის ცომეული - პური, ხაჭაპური, პიცა, ასევე, სუში და სენდვიჩები.

ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 57-ე მაღაზიაა, რომელიც მომხარებელს ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რადგან კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების გაზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა „თბილისი მოლში.“ მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს შეუდარებელი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.

„კარფური“ ამჟამად საქართველოში 2500 ადამიანს ასაქმებს და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის დასაქმებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მომწოდებლებს, ფერმერებს და, შესაბამისად, გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით