ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე საახალწლო აქცია უკვე დაიწყო: შეიძინე ბინა საუკეთესო მდებარეობით, დაგეგმარებით, ავეჯითა და ტექნიკით ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე და 15 თვის განმავლობაში გადაიხადე ღირებულების 2%.

პრემიუმ კლასის კომპლექსი აერთიანებს სრულად გარემონტებულ აპარტამენტებს, რომელთა ავეჯზეც „ლაბორატორია ჩემი სახლი“ იზრუნებს, ხოლო სამზარეულო მხოლოდ იტალიური მასალებით დამზადდება; სასტუმროს, რესტორანს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, საპიკნიკე ზონას, 15-მეტრიან დახურულ აუზს და კონსიერჟის მომსახურებას. პროექტი განხორციელების პროცესშია და 2022 წლის დეკემბრიდან ვიზიტორების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლისთვის ბაკურიანში დაგეგმილი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მონაწილეებსა და გულშემატკივრებსაც უმასპინძლებს.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ კურორტის ცენტრალურ ნაწილში ამირანის პარკის მიმდებარედ შენდება. მრავალფუნქციური კომპლექსის 50% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, უფრო კონკრეტულად კი 4800 კვადრატული მეტრი, პროექტის მიმდებარედ კი ჯამში 2000 კვ/მ რეკრეაციული ზონაა.

აღსანიშნავია, რომ „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ საახალწლო შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის წარმომადგენელს საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და მათ ყველა დეტალს პირადად გააცნობენ.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით