ფოთში, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური იყო

ფოთში, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომაზე ბანერი, „თავისუფლება მიშას" და ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ კოლეგას, თუმცა საკრებულოს სხვა წევრები არ შეუერთდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ჩვენ ვთხოვეთ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჩვენი კოლეგისთვის, მაგრამ დღეს კიდევ ერთი ილუსტრაცია მოხდა მათი, რამდენად ბოროტები არიან, რამდენად არაფერს წარმოადგენს მათთვის ადამიანის სიცოცხლე. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი ფეხზე არ წამოუდგა კოლეგას და თანაგრძნობა არ გამოხატა ადამიანის მიმართა, რომელიც მოკლეს ზეწოლით, ადამიანის მიმართა, რომელიც ვერ შეისყიდეს და რომელმაც გმირულად დატოვა ეს ქვეყანა. ქრისტიანმა ადამიანმა პატივი არ უნდა მიაგოს გარდაცვლილს? მაგრამ იმდენად დაზომბირებულები არიან, იმდენად გაბოროტებული აქვთ ტვინი, მათთვის ფასეული და ღირებული არაფერი არსებობს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მშვიდად მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან