ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბორკილები მიუტანა

ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატები, როგორც „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან, ასევე პარტია „საქართველოსთვის“ სამანდატო კომისიებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, თუმცა ამბობენ რომ, საკრებულოს უფლებამოსილებას ცნობენ.

„ჩვენ არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას, გარდა მეოთხედ დასმული საკითხისა- საკრებულოს ლეგიტიმაციისა, მხოლოდ უფლებამოსილების საკითხს ვუყრით კენჭს. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ენმ-ს წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ.

რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს, ისინი სამანდატო კომისიის არჩევაში მონაწილეობის უარს ასე განმარტავენ: „როგორც ენმ, ასევე „ქართული ოცნება“ შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნებით და მათ ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს“.

„მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, არცერთმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნებით და არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ასევე შეპყრობილია დაბრუნდეს ძალაუფლებაში. ამ წინდადების მზაობაზე უარი განაცხადეს. ჩვენ ასევე შევთავაზეთ, მეორე წინადადება რიგ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენ გადამწყვეტი ხმით ვართ წარმოდგენილი, ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე პარტიისგან იქნებოდით მოადგილეეები საკრებულოს თავმჯდომარის. სამწუხაროდ, კვლავ ვხედავთ, რომ არცერთი პარტია არ ელევა ერთპარტიული მმართველობის სურვილს და ამ წინადადებაზეც არ გამოუთქვამთ მზაობა. გამომდინარე აქედან, უარს ვაცხადებთ მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენგან არ იქნება წარმოდგენილი სამანდატო კომისიაში წევრი, მაგრამ ვცნობთ საკრებულოს შემადგენლობას“, - განაცხადა „საქართველოსთვის“ წევრმა გიგა ფარულავამ.

ამ დროისთვის საკრებულოს სხდომაზე შესვენებაა.

სამანდატო კომისია ჩამოყალიბებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგნ, რადგან ოპოზიციამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დღეს უნდა სცნონ საკრებულოს უფლებამოსილება და აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

სხდომა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა გახსნა. მას პროტესტის ნიშნად ენმ-ს წევრმა ბორკილები გადასცა და უთხრა, რომ ის არის არჩევნების გამყალბებელი.

სხდომაზე ენმ-ს წევრებმა ბათუმში გარდაცვლილი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა