ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება

ლიბერთის გენერალური პარტნიორობით ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გაიმართება.

Future Agro Challenge-ს მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს მასპინძლობს.

„ლიბერთის სტატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ არაერთ სიახლესთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. Future Agro Challenge Georgia-ს საშუალებით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“-ამბობს Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრი, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

„ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ“, - ამბობს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები“, - ამბობს ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

Future Agro Challenge წელსაც უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:

1. კვების ტექნოლოგიები

2. აგროტექნოლოგიები (რობოტიკა, დრონები და ა.შ.)

3. აგრომეტყევეობა და მეცხოველეობა4. საკვები/სასმელი (პროდუქტი/საცალო ვაჭრობა)

5. კვების ხელმისაწვდომობა და მდგრადობა

6. საკვები ნარჩენები

7. ნუტრიცია და ჯანმრთელობა

8. უსაფრთხოება და ჯანმრთელობა

9. შეფუთვა და ლოგისტიკა

10. აგროგანათლება

11. აგროტურიზმი

12. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება & დამუშავებაშერჩეულ მონაწილეებს შორის ჟიური გამარჯვებულ „წლის აგროპრენერს“ 5 დეკემბერს გამოავლენს.

ეროვნული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა