3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა სწორედ დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მის საქმიანობაში ჩართულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მხარს უჭერს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
როგორც შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოს საქმიანობაში შშმ პირთა ჩართულობა უზრუნველყოფილია, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული რესურსების მიზნობრივ გამოყენებას ამასთან აღნიშნულ პროცესს მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროკავშირი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"