ბათუმის საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააგრძელა დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ, რაც საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია მოახდინა

ბათუმის საკრებულოს წევრის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ გააგრძელა, რაც საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია მოახდინა. მისივე შეფასებით, ეს იყო მათი მიზანი, რადგან ჩაგდების შემთხვევაში ჩვეულებრივად გააგრძელებდა ფუნქციონირებას ძველი მოწვევის საკრებულო და ცხადია, ისინი ამას არ დაუშვებდნენ.

„როგორც კი დასრულდა ეს პროცესი, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ საკრებულოს პირველი სხდომა და თქვეს, რომ ჩვენ აღარ დავესწრებით არც ერთ სხდომას, რითაც არაქმედითუნარიანი იქნება ახლა მოქმედი საკრებულო. მე მინდა განგიმარტოთ ორი რამ: იმ შემთხვევაში, თუ დაესწრება დანარჩენი ორი დეპუტატი, რომელიც დღეს არ იღებდა მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილებების მიღება. ანალოგიურად, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაიფიქრებს და კვლავ არ შემოვა. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს, როცა პარლამენტში ჯერ არ შედიოდნენ, მერე ისევ შევიდნენ. ბათუმის საკრებულოშიც გვახსოვს, რომ არაერთხელ მიატოვეს სხდომები. ვიტოვებ სასწაულის იმედს, რომ მოეგებიან გონს და დაიწყებენ კონსტრუქციულ მუშაობას ქალაქის განვითარებისთვის. კონსტრუქციული ოპოზიცია ნიშნავს იმას, რომ უნდა დაესწრო საკრებულოს სხდომებს, იზრუნო ქალაქის განვითარებაზე, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამისთვის აგირჩია შენ მოსახლეობამ და მანდატი მოგცა. ხოლო, მანდატი გამოიყენო, მიიღო ლეგიტიმაცია და შემდეგ თქვა, რომ მე აღარ ვიღებ მონაწილეობას, ნიშნავს ღალატს იმ მოსახლეობის, რომელმაც შენ დაგიჭირა მხარი,“ - აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს