საკრებულოს კომისიებში დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

საკრებულოს კომისიებში დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

საკრებულოს სხდომაზე კომისიებში დეპუტატების კვოტირების საკითხი დეპუტატებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა.

ორი სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ერთსა და იმავე კომისიაში სურდათ გაწევრიანება, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განმარტებით, რეგლამენტი ორივეს ერთდროულად ამის საშუალებას არ აძლევს.

სხდომაზე პარტია "ხალხისთვის" და "ლელოს" დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ მათ შეეძლოთ ერთსა და იმავე კომისიაში გაწევრიანება და შექმნილი გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავდნენ.

სხდომაზე, იგივე აზრი დააფიქსირა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა, რომელიც სხდომათა დარბაზში დროებით დაბრუნდა.

"რას ნიშნავს ერთი კვოტა? ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცალსახად გეუბნებათ, რომ აქვს ვალდებულება, კომისიის წევრი იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი. უკაცრავად, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი რასაც გეუბნებათ, იმას რეგლამენტით ვერ გაწერთ. ეს არის საკრებულოს წევრის შეზღუდვა. თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა გინდათ, ხელის გადაგრეხვა კი არა, კონსტრუქციულობა პირველ რიგში თქვენგან უნდა მოდიოდეს. ამ შემთხვევაში, როცა დამოუკიდებლები არიან და აქვთ უფლება კომისია აირჩიონ, თქვენი განკარგულებით ვერ შეუზღუდავთ ვერავის, რომ კომისიის წევრი იყოს", - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა გიორგი ტყემალაძეს. საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მას მიმართა, სასამართლოსთვის მიემართა.

"მიბრძანდით სასამართლოში. ჩვენ არავის უფლებებს არ ვზღუდავთ. 41% ავიღეთ თუ 45%, ჩვენ საკრებულოში უმრავლესობა გვაქვს და შეეგუეთ ამას",-განაცხადა ტყემალაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს