ბათუმში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და დმანისში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს

ბათუმში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და დმანისში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს

ბათუმში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და დმანისში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს. აღნიშნულის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა - სხდომებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა, მერის უფლებამოსილების შეწყვეტასაც გამოიწვევს.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წაყვანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.