მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკრებულოში სულ 11 კომისიაა, რომლებსაც უხელმძღვანელებენ:

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - ლევან ჟორჟოლიანი.

ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ხელაძე.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - ზურაბ ჩიკვილაძე.

განათლებისა და კულტურის კომისია - კახა ლაბუჩიძე.

გარემოს დაცვის კომისია - ნიკოლოზ კახეთელიძე.

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ლევან არველაძე.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - ნინო ვარდოსანიძე.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე.

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე.

სარევიზიო კომისია - ლევან ჯაფარიძე. სატრანსპორტო საკითხთა კომისია - შალვა ოგბაიძე.

„ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქციები დაარეგისტრირეს და თავმჯდომარეები აირჩიეს. თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა.

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომლის შემადგენლობაში 29 წევრი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობას" ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 13 წევრისგან შედგება.

ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს.

ასევე, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს. ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს ასევე, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს. ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს კომისიების შემადგენლობა ცნობად მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს