ბსუ-ს სტუდენტებს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტაჟირების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში ანაზღაურებადი, ექვსთვიანი სტაჟირება გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ამასთან, სტაჟიორებმა უნივერსიტეტში შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს და სასწავლო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ქორიძემ და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გოჩა ჩავლეშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი, რექტორის მოადგილეები: თამარ სირაძე, ანზორ ბერიძე და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა