რუსთავში, 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი გაუმჯობესებული ტემპით მიმდინარეობს

რუსთავში, 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი გაუმჯობესებული ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, იმუნიზაციის პროცესის გამარტივებაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლში მცხოვრები ბენეფიციარების ტრანსპორტირებას ვაქცინაციის ცენტრამდე, მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს. მოხუცთა თავშრესაფრის მცხოვრებთა 50%-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

კლინიკა ,,რუსთავში“ მიმდინარე იმუნიზციის პროცესს, გაეცნო რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი. როგორც მან აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცთა სახლის ბენეფიციარების აცრა. როდესაც ასაკოვანი ადამიანები, ერთ სივრცეში ცხოვრობენ, კორონავირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მათ იმუნიზაციას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც დამოკიდებულია ადამიანებამდე სრულფასოვანი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე. დღეს მოხუცთა სახლში მცხოვრები სამი ქალბატონი საკუთარი სურვილით აიცრა, ბენეფიციარების 50 % -ს იმუნიზაცია უკვე ჩატარებული აქვს და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ ტატალაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რომელიც ვაქცინირებული პენსიონერებისთვის 200-ლარიან დანამატს ითვალისწინებს, ქვემო ქართლის რეგიონსა და რუსთავში, სტატისტიკა საგრძობლად გაუმჯობესდა. როგორც კლინიკა „რუსთავის“ ექიმმა ნინო მაღრაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპმა ბოლო პერიდში საგრძნობლად იმატა, რაც მათი აზრით, დაკავშირებულია 200-ლარიან წახალისებასთან და მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან.

„ჩვენს კლინიკაში, დღეში საშუალოდ 150 ადამიანს ვცრით, როცა წინა პერიოდში, ვაქცინაციის მსურველი მხოლოდ 30 მოქალაქე მოგვმართავდა“, - განაცხადა ნინო მაღრაძემ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქში 29 425 პირი სრულადაა ვაქცინირებული, რაც ზოგადი სამიზნე კონტინგენტის 50 %-მდეა. რუსთავსა და ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში 60 წელზე მეტი ასაკის 16 921 მოქალაქეა აცრილი, აქედან 8 ნოემბრის შემდეგ 4 232.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა