სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა - მოსახლეობამ გორი-ბერშუეთის მონაკვეთი გადაკეტა

ამ წუთებში ხმაურია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

ზეღდულეთის მოსახლეობა კვლავ ითხოვს 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას. ამ მოთხოვნით ზეღდულეთელებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.

დღეს დილიდან ცდილობენ პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას. ამის საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.

ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ადგილზე დღესაც შეხვდნენ. ზეღდულეთში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.

იხილეთ ვიდეო:დაპირისპირებაა სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის - მოსახლეობამ გორი-ბერშუეთის მონაკვეთი გადაკეტა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა