Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს

სამშენებლო ინდუსტრიის ზრდა მომდევნო წლებში პროგნოზირებულია როგორც გლობალურად, ასევე საქართველოშიც. სამშენებლო სექტორის მსოფლიო წლიური ბაზარის ზომა 11 ტრილიონ დოლარს აღწევს, ზრდის დინამიკას კი განაპირობებს როგორც საჯარო ინფრასტრუქტურუული პროექტების ტემპი, ასევე მოთხოვნა კერძო ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი მშენებლობის მიმართულებით.

სამშენებლო მასალების ინდუსტრია მოიცავს კომპანიების ფართო სპექტრს, რომლებიც მონაწილეობენ სამთო-მოპოვებით სამუშაოებში, კარიერის დამუშავებასა და ნედლეულის გადამუშავებაში, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების ყველა ფაზაში, ისეთი მასალები, როგორიცაა ცემენტი, ქვიშა და ხრეში, თიხა, ბეტონი, მარმარილო და სხვა.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს Colliers MMS მიწოდების ჯაჭვის განვითარებაში დაეხმარება. სამშნეებლო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია გამართული სანედლეულო ბაზის არსებობა, რაც გულისხმობს სამშენებლო საქმეში ძირითადი მასალების მარაგის უზრუნველყოფას.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთი პირველადი ნედლეული, როგორიცაა ინერტული მასალები - ქვიშა, ხრეში, ქვა, ღორღი, მაღალი სიმკვრივის მყარი კლდოვანი ქანები: ანდეზიტი, დაციტი, ბაზალტი, კირქვა და სხვა. როგორც წესი მშენებელი კომპანიების უმრავლესობა სამუშაოების უზრუნველყოფას მესამე პირებისგან შეძენილი მასალით ახდენს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საპროექტო ხარჯებს. სამშენებლო სექტორის განვითარების დინამიკა ზრდის ამ ტიპის მასალებზე მოთხოვნას, შესაბამისად მასშტაბური პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სამშენებლო რესურსზებზე ხელმისაწვდომობა და პროცესების სიმარტივე.

კოლიერსის სერვისი მომხმარებელს სთავაზობს საჭირო რესურსის მოსაპოვებლად ლოკაციურად ოპტიმალური უბნის შერჩევას, რესურსის სახეობის, მოცულობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის დადგენას, სათანადო ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას აუცილებელი ნებართვებისა და უფლებების მოპოვების მიზნით. ამასთან ერთად, კოლიერსის დახმარებით დაინტერესებული კომპაიები მიიღებენ ტექნიკურ მხარდაჭერას მასალების დამუშავებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო მანქანა-დანადგარების, ოპტიმალური ტექნოლოგიებისა და გერემოზე ნაკლებად დამაზიანებელი ინსტალაციების განსასაზღვრად.

გარდა აღნიშნული სერვისებისა, Colliers MMS გუნდი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ეკონომიკური ღირებულების რესურსებზე კერძო კარიერების მრავალფეროვან არჩევანს. კოლიერსმა სულ ახლახანს გააფართოვა გასაყიდი საბადოებისარჩევანი და ამ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამარტივებული წესით შეიძინონ მარმარილოს, ტუფის, კირქვის, გრანიტის, ინერტული მასალებისა და სხვა მაღალი ხარისხის მქონე მინერალების რეზერვები. რეზერვების მარაგებიდადასტურებულია, დამუშავების სქემები კი წინასწარ შედგენილი

ამ შესაძლებლობით საინვესტიციო ჯგუფები მიიღებენ მზა ბიზნეს იდეასა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურს, ასევე მაღალი ხარიხსის კვლევით და ტექნიკურ/ეკონომიკურ მხარდაჭერას, ბიზნეს პროექტების საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებით განხორციელების მიზნით.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით