ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდის მერიასთან აქციის გამართავენ

ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდის მერიასთან აქციის გამართავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს, რაც მისივე თქმით, ნიშნავს პარალიზებულ საკრებულოს და პარალიზებულ მერს, რაშიც ის მმართველ პარტიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს კრიზისი მათ ხელოვნურად შექმნეს.

„რომ გავიგოთ რატომ მოხდა ასე: პირველი ტურის შედეგებით "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა 23 დეპუტატი - ანუ სრული უმრავლესობა. "ქართულ ოცნებას" - 19. გახარიას - 3.

დამარცხებულმა "ქართულმა ოცნებამ" თადარიგი დაიჭირა და მირანდა მესხის წყალობით ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა. "ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ ეს წართმეული მანდატი მას არ ჰყოფნიდა უმრავლესობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაკარგვინებდა უმრავლესობას.

საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჩვენ ერთი მანდატი გვაკლია სრული უმრავლესობისთვის ანუ თავმჯდომარის ასარჩევად, "ქართულ ოცნებას" -3.

ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე.

ამ კრიზისის შემქმნელი არის "ქართული ოცნება" რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს.

ამიტომ, “არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს, რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში",- განაცხადა ანა წითლიძემ.

აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიასთან უკვე იკრიბებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა