მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განმარტა, ვის გაეზრდება მომავალი წლიდან ანაზღაურება. როგორც მან აღნიშნა, ხელფასების მატება შეეხებათ როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე მასწავლებლებს, ექიმებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს.

„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, მასწავლებლებს გაეზრდებათ, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ გაიზრდება დახმარებების რაოდენობაც.

„მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადების და სოფლის ექიმების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში არსებული სასწრაფო ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრება სრულად. გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსებაც, რომელიც მანამდე არ არსებობდა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა და ასევე, მანდატურების, სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდაც.

„მომდევნო წელს სრულად იქნება დაფინანსებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვების დახმარება, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. ჯანდაცვის ბიუჯეტი კოვიდთან მიმართებით უშუალოდ შეადგენს 500 მლნ ლარს. ჩვენ წელს შევიძინეთ ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მომდევნო წელს საკმარისია“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს