გორის მერი კრივის ტურნირს დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კრივის ტურნირის ფინალურ პაექრობებს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრება არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი, გორელი მწვრთნელის გიორგი კარელიძის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.

„ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს 25 ქალაქის კრივის სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობდენენ, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სასპორტო სკოლა სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

საპრიზო ადგილებისთვის 2006 – 2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები იბრძოდნენ.

გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან