„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება 50% -ით განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებით მეორადი გამოყენების კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება იზრდება.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრა 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარით.

„პროგრამის ფარგლებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის სურვილის შემთხვევაში თანადაფინანსების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი უნდა გააკეთოს მატერიალური სახით სოფლის განვითარების სააგენტოში.

პროგრამის ფარგლებში დაიტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვს განაცხადი გააკეთოს როგორც კომბაინის, ასევე ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსების მისაღებად.

„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამა როგორც ახალი, ასევე მეორადი გამოყენების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის