ელენე ხოშტარია - მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ამაზე ვისაუბრეთ - მიუხედავად ამისა, ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იქნება

მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და თვალნათელია, რომ მას, ადამიანს მიადგა სერიოზული ზიანი.

,,მე, რა თქმა უნდა, ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მეც გავდივარ რეაბილიტაციის პროცესს, მაგრამ მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა, იგივე, ღირსების შემლახავი პროცესი მის წინააღმდეგ, უფლებების გათელვა, ეს ყველაფერი, სტრესთან ერთად დამატებით, დიახ, მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, ვერანაირი აგრესია ვინმეს მიმართ. ძალიან თვალნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა ძალიან სერიოზული ზიანი და მე ვერაფრით ვერ ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის დამამშვიდებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს არის ჩემი, როგორც ამ პროცესში უკვე გამოცდილი ადამიანის შთაბეჭდილება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„დროას“ ლიდერის განცხადებით, პრეტენზიები, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი, ამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან მიხეილ სააკაშვილს.

,,პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც აქვს ლეგიტიმური მათ შორის არმოწონება, არმიღება ან პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ - მე არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს აწუხებს წინა მთავრობიდან მოყოლებული, მე არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს.

შეუძლებელია, რომ ვინმეს სიამოვნება მოგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ, რაც ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამიტომ, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ პრეტენზიები, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი, ამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან მიხეილ სააკაშვილს.

ბრძოლის მეთოდები აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე. ამ ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები, ეს ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ რიგგარეშე არჩევნებს რაიმე სახის მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ. რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ინსტიტუტების მიტაცების პირობებში, არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში და ჩემთვის, პირადად, ძალიან მკაფიო ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს შურისძიების აქტი შეწყდეს.

მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს