„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქვემოჭალის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 7 დეკემბერს ქვემოჭალის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ 11:00-დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლებელია შეეზღუდოს, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვემო ჭალას, ახალშენს, ბოჟამს, გორაკას, ვაკეს, თოგოიანს, იგოეთს, მრგვალიჭალას, პანტიანს, საკორინთლოსა და სამთავისს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?