გორში ოფროუდ სპრინტის გორის ეტაპი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორედ მოეწყო.
„სპორტის ექსტრემალური სახეობაში გამარჯვებისთვის 30-მდე მონაწილე იბრძოდა. მათ შორის, ხუთი უცხოური ეკიპაჟი. ორგანიზატორების განცხადებით, ოფროუდ სპრინტში საქართველოში დღემდე ჩატარებული არცერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი. ღონისძიება საქართველოსა და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი საავტომობილო ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია იყო.
გამარჯვებულებს სხვადასხვა ფულადი ჯილდოები, სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.