„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ყოველწლიური პროექტი „აანთე იდეა“ დასრულდა

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ყოველწლიური პროექტი „აანთე იდეა“ დასრულდა. პროექტის მონაწილეებს კომპანიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პროექტის მონაწილეებთან შეხვედრას პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ესწრებოდნენ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი თევდორაშვილი და ორგანიზაციული და სისტემური განვითარების დირექტორი, ავთანდილ წერეთელი.

პროექტი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, რომლის მიზანს ჰოლდინგის მასშტაბით კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლების აღმოჩენა წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში თანამშრომლებს არაერთი მასტერკლასი ჩაუტარდათ, რომელიც მათ იდეების გენერირებასა და განვითარებაში დაეხმარათ.

ამასთან, „აანთე იდეამ“ მნიშვნელოვნად გაზარდა შიდა კორპორაციული მეწარმეობა და თანამშრომელთა ჩართულობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „აანთე იდეას“ წლევანდელი მონაწილეები ჰოლდინგის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ.

როგორც შიდა კომუნიკაციებისა და ორგანიზაციული კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი, თამთა მურადაშვილი განმარტავს, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ თითოეულ თანამშრომელს ეგრძნო, რომ მათი იდეები მნიშვნელოვანია და რომ თითოეულ მათგანს შეუძლია იფიქროს ყოველდღიური საქმიანობის მიღმა.

“პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. განაცხადების მიღება ოქტომბრის ბოლოს დასრულდა, რის შემდეგაც კომისიამ იდეების განხილვა დაიწყო. შეხვედრებზე გაკეთდა მონახაზი, თუ რა სამომავლო ეტაპები შეიძლება მოყვეს თითოეულ იდეას. პროექტის თითოეული მონაწილე დარწმუნდა, რომ მათი იდეები მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი, ასევე ჰოლდინგის განვითარებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო, თითოეულ თანამშრომელს ეგრძნო, რომ შეუძლიათ იდეების გენერირება და საკუთარი თავის დანახვა სხვა ამპლუაში. კომპანიისთვის თითოეული თანამშრომლის იდეა მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ინოვაციურობა და განვითარება ჰოლდინგისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს”, - აღნიშნავს თამთა მურადაშვილი.

პროექტი „აანთე იდეა“ აუცილებლად გაგრძელდება და მომდევნო წელს ისევ ექნებათ თანამშრომლებს შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ საკუთარი იდეები.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს