აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინემ გვიანიძემ წარუდგინა.

“ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრა კომიტეტებში განხილვის ვადა. ბიუროს წევრებმა, მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი - 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - ბიუროს წევრებს საკითხების შესახებ ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო, ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრა კომიტეტებში განხილვის ვადები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს