პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკმა საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დამოუკიდებელი წევრები წარადგინა.

საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა.

„საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. პროკრედიტი ყველა ქვეყანაში ერთიანი პასუხისმგებლობით ეკიდება საბანკო საქმიანობას, რაც სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ქვეყნებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში, მდგრად ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, ქართველი წევრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბანკის გრძელვადიანი განვითარებაში. ჩვენი მიზანი გახლდათ საბჭოს ისეთი ახალი წევრების აღმოჩენა, რომელთაც, ერთი მხრივ, ექნებათ კრიტიკული თვალი, მაგრამ ამასთანავე დაგვეხმარებიან თავიანთი პროფესიონალიზმითა და ცოდნით შიდა ბაზრის შესახებ. საქართველოშიც აქტიურად ვეძებდით კანდიდატებს და ძალიან გაგვიმართლა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს აღნიშნული ახალი წევრები შეემატნენ“, - აღნიშნა საბჭოს თავჯდომარემ, მარსელ ცაიტინგერმა.

საბჭოს ახალი წევრის, ნინო დადუნაშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „პროკრედიტ ბანკი“ მაღალ ეთიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს იცავს - „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობა მივიღო და წვლილი შევიტანო ბანკის წარმატებულ და პასუხისმგებლიან განვითარებაში საქართველოს ბაზარზე“- აღნიშნა საბჭოს დამოუკიდებელმა წვრმა.

საბჭოს ახალმა წევრმა, თეონა მაკალათიამ აქცენტები „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვაყურეო საბჭოს წევრობის მნიშვნელობასა და ღირებულებებზე გააკეთა - " პროკრედიტ ჯგუფის ფილოსოფია შთამაგონებელია. პროკრედიტი პასუხისმგებლიანი ბანკია, აქ არის საერთო ფასეულობები, არის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, ტექნოლოგიური განვითარება და ა.შ. - ესაა ის ღირებულებებია, რაც ჩვენი ახალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ღირებულებათა დაცვა კი, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა მაკალათიამ.

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელი "პროკრედიტ ჰოლდინგია".

საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, პროკრედიტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე.

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების წარდგენისას, პრესკონფერენციაზე ზედმიწევნით იყო დაცული უსაფრთხოების წესები. დამსწრეებმა წარადგინეს „მწვანე პასპორტები“ და ასევე, გაიკეთეს სწრაფი ტესტები.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა