ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი პრემიერ- მინისტრის ინიციატივის" განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები" აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში. პროექტი დავიწყეთ ფალიაშვილის ქუჩის შენობების ფასადების რეაბილიტაციით და სულ მალე დასრულდება პირველი შენობის ფასადის სრული განახლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია.

ამავე პროექტით მოხდება ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაც, სადაც განახლდება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე დენდროლოგიური კომპონენტებიც. შედეგად, ქუთაისელების საყვარელი ადგილი ახალ სიცოცხლეს დაიწყებს .

15-მდე შენობის ფასადი განახლდება სულ ფალიაშვილის ქუჩაზე, იგეგმება ტროტუარების, ბორდიურების, გადასასვლელების რეაბილიტაცია, რაც ახალ ელფერს შესძენს ქალაქის ცენტრს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ფალიაშვილის ქუჩა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის ფასადის განახლება წლის ბოლომდე დასრულდება, 2022 წელს კი, დანარჩენი შენობების ფასადების რეაბილიტაციაც მოხდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს