ნათია თურნავა - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება, მთავრობასთან ერთად, საქართველოში რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინსა და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრი ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე განხილული იყო კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და მთავრობის მიერ ამ გამოწვევების დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.

ასევე განიხილეს საქართველოში ახალი, რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკური და სატრენინგო ჰაბის მშენებლობის ხელშეწყობა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე ას წელზე მეტია, რაც საქმიანობს და ყოველთვის მხარში გვიდგას, მათ შორის ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიცაა კოვიდპანდემია. მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში წითელი ჯვრის საზოგადოება ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას და დღესაც გვეხმარება პანდემიის მართვასა და სწრაფ რეაგირებაში.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დღეს, მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო განიხილოს არა მხოლოდ როგორც მათი დახმარებისა და პროგრამების ობიექტი, არამედ როგორც ადგილი, სადაც ააშენებენ რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკურ ჰაბს. მოეწყობა ძალიან დიდი საწყობების სისტემა, რომელიც აშენდება ქალაქ რუსთავში, სამ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რომელსაც სახელმწიფი გადასცემს წითელ ჯვარს. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონი შეძლებს ჩაატაროს ერთობლივი ტრენინგები, ასევე საიდანაც მოხდება მთელი რეგიონის მომარაგება საჭირო აღჭურვილობითა და მასალებით. გარდა ამისა, ეს შეიტანს თავის კონტრიბუციას ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან გაიზრდება სატრანსპორტი გადაზიდვები და ადგილზე მოხდება მეტი დასაქმება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს