ოთარ გრიგოლია ოპოზიციას - თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ

საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოში მყოფ ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ ოპონენტებს მუშაობა სურთ, მათ ამისი საშუალება ნამდვილად აქვთ.

„თუ გსურთ მუშაობა ქალაქის სასარგებლოდ, თქვენ ამის საშუალება მოგეცემათ, თუ არა და მიიღებთ საკადრის პასუხს. ხოლო თქვენ რაც გინდათ ის ვერ მოხდება და თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარადგინა.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რომლებსაც თითოეული მოქალაქე ხედავს, ხოლო აღიარებს თუ არა ამ ცვლილებებს ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენ, კომისიის სხდომებზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, სადაც ბევრი მწვავე კითხვა დაისვა, ამიტომ ოპონენტების ბრალდებას რომ თითქოს კომფორტის ზონაში ვართ ვერ მივიღებთ. თქვენ იყავით კომისიის სხდომებზე? მოისმინეთ რამდენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები ისმის? მოისმინეთ ამასთან დაკავშირებით მერიის წარმომადაგენელთა პასუხები? ეს არის კომფორტის ზონა? და აქ ოპონირება არ ხდება? პირიქით, ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ამომრჩევლების წინაშე ვართ ვალდებული და არა მათ წინაშე ვინც ახლა ციხეებში სხედან და გამოსვლა უნდათ“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის