ადვოკატი - პენიტენციური სამსახური უსინდისოდ იქცევა, როცა თავის დაძვრენას ცდილობს - მისი განცხადება არის სამარცხვინო ტყუილი

ეს არის სამარცხვინო ტყუილი და პენიტენციური სამსახური ძალიან უსინდისოდ იქცევა, როცა ასე ცდილობს თავის დაძვრენას, - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ პენიტენციური სამსახურის განცხადება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პენიტენციური სამსახური საკუთარ ტყუილებში იხლართება.

„პენიტენციური სამსახური უკვე ძალიან აიბურდა საკუთარ ტყუილებში იმიტომ, რომ მათივე განცხადებით, გუშინ იყვნენ თანამშრომლები შესული იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის რაღაც უფლებები განემარტათ, ეს არის ტყუილი. პირველ რიგში, რაც ყველაზე ტრაგიკომიკურია, ეს ადამიანები იყვნენ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის დროს და მეორე, პენიტენციური სამსახურის მიზანი თუ ნამდვილად არის უფლებების განმარტება და ინფორმაციის მიწოდება მიხეილ სააკაშვილისთვის, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს გააკეთონ ადვოკატების ან ექიმის თანდასწრებით. ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რომ ისინი არ გვაძლევენ პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალებას იმის გამო, რომ თურმე 18:00 სთ-ის მერე არ მუშაობენ და ამის გამო არ გვიშვებენ, რადგან ამბობდნენ, რომ ბადრაგი 18:00 სთ-ის მერე აღარ არისო, თუმცა, რატომღაც გუშინ თბილისიდან ჩამოცვივდნენ იმისთვის, რომ გორში მოსულიყვნენ და არასამუშაო დროს, მაშინ, როდესაც მკურნალი ექიმი იყო გასული გვერდით კორპუსში, მიხეილ სააკაშვილისთვის რაღაც უფლებები განემარტათ“, - განაცხადა თუთბერიძემ.

რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც სასამართლოზე წარმოვადგენთ, რომლის შინაარსზე ახლა ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება თავად პრეზიდენტის დასწრებას, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ არ ვიცით, პენიტენციური სამსახური მიიყვანს თუ არა პროცესზე. მეორე გახლავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც სავარაუდოდ, დღეს საღამოს დავაზუსტებთ“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მან განმარტა, რომ რუსთავში შესაძლო დაბრუნებაზე არ უსაუბრიათ.

„ცალსახაა, რომ სანამ ის მკურნალობის კურსს საჭიროებს და სანამ ექსპერტები არ იტვიან, რომ მას მკურნალობა აღარ სჭირდება, ის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა დარჩეს“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ბრალდებებს ცრუს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება