ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა ხორციელდება, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. პროექტი ასევე ფასადების შეღებვასა და სახლების სახურავების შეცვლასაც ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაცაა დაგეგმილი.

,,აღსანიშნავია, რომ სახლების ფასადების შეფუთვა ქვა-ბაბმით განხორციელდება, რაც ამ შენობებს ენერგოეფექტურს გახადის. პროექტი ასევე ითვალისწინებს მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებულ ინფარსტრუქტურას მივიღებთ, რაც ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს. ჩვენ ევროპულ ქალაქში ვცხოვრობთ და მიხარია, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ბოლნისის ისტორიული ქუჩის ერთი მონაკვეთი ესთეტიკურად კიდევ უფრო გალამაზდება. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს მოსწონთ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი და ქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი, ამ ეტაპზე კი სკვერის ლანდშაპტის დიზაინის შემუშავება მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა