სამუშაო ჯგუფმა ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისებზე იმსჯელა

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოხუცებს შინმოვლის სერვისები მიეწოდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტს „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს.

მათი განმარტებით, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.

​„გორის მუნიციპალიტეტში შინმოვლის სერვისისა და ღირსეული დაბერების საკითხებთან, შინმოვლის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებასთან, ბენეფიციარების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, გორში პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. სამუშაო ჯგუფი 2021 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი საქმიანობის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში პროექტის მიერ შემოთავაზებული შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების სერვისების დანერგვის მხარდაჭერა და ხანდაზმულთა საკითხებზე მსჯელობაა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, საკრებულოსა და მერიის, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მსგავსი ხასიათის პროექტებს, რომლებიც ხანდაზმულთა საყოფაცხოვრებო პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი