„საქართველოს რკინიგზა“ - კომპანიის რეიტინგი B+ სტაბილური გახდა

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, განახლებული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის რეიტინგი B+ სტაბილური გახდა.

მათი განმარტებით, პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგი BB ,,ნეგატიურია“ და კომპანიის რეიტინგის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა სუვერენულ რეიტინგს ენიჭება, რკინიგზის ბოლო დროინდელი წარმატებული ოპერაციების შედეგად, სარეიტინგო ორგანიზაციამ პროგნოზი მაინც გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ S&P Global-ი რამდენიმე ათწლეულია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს