სოფელ ბანოჯას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას წყალმომარაგებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

მათი ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„ბანოჯაში, წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელის, მაგისტრალური მილის, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შედეგად ბანოჯას მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა