ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

გორის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო გზა, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის.

მათივე ინფორმაციით, არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.

„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტანას ხეობაში ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს