„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს

„ვისოლ ავტო ექსპრესი” თბილისში ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ბაქტერიოფაგის მიმდებარედ), „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ახალ ობიექტს ხსნის. ახალგახსნილი ავტომომსახურების ცენტრი „ვისოლ ავტო ექსპრესის” 17-ე ობიექტია და კომპანია ქსელს რეგიონებისკენაც განავითარებს.

„„ვისოლ ავტო ექსპრესის” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება საქართველოში დინამიურად გრძელდება, რადგან გვსურს, რომ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთები, საბურავები და სხვა ექსკლუზიური საავტომობილო პროდუქტები და მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქსელის განვითარება „ვისოლის“ ავტოგასამართ სადურებზე ხდება, რადგან დამატებითი მომსახურებების შეთავაზებით ჩვენ გვსურს სრული კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს. შესაბამისად, ამიერიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ბაქტერიოფაგის მიმდებარედ) მდებარე „ვისოლის“ სადგურზე მომხმარებელი არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწვავს, არამედ სუპერმარკეტ „სმარტის“ ექსკლუზიურ პროდუქტებს და საკუთარი წარმოების პურ-ფუნთუშეულს, „დანკინის“ გემრიელ შეთავაზებებს, რეცხვით სერვისს და ახლა უკვე საავტომობილო პროდუქტებსა და მომსახურებას მიიღებს“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

დღესდღეობით „ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანიის ავტომომსახურების ობიექტები მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, “შევრონ-ტექსაკოსა“ და „ჯი ენერჯის“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“, „პირელის“ და “სუმიტომოს“ ბრენდის საბურავებს, „ვაბერ მაქსის“ აკუმულატორებს, „ფრამის“ და „ჯიქეიაის“ საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტებს და სხვა ავტო აქსესუარებს. ასევე, სერვის ცენტრები მომხმარებელს საბურავების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

„ვისოლ ავტო ექსპრემა” ავტომომსახურების ცენტების ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. 2012 წელს ჯგუფმა მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. “ვიანორი” Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო