ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსაუბრის შედეგებზე აშშ-სა და რუსეთის, ევროკავშირ-ნატო-რუსეთის ურთიერთობების სავარაუდო შედეგებზე და იმაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს და თუ მოვლენები ასე განვითარდა, როგორი იქნება მასზე აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს რეაქცია, „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დიდი ხანია ცდილობდა დალაპარაკებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს და მისგან მიეღო დაპირება, რომ აშშ ხელს არ შეუწყობდა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

ამ ორივე თემაზე აშშ-ს არა ერთხელ აქვს გამოთქმული თავისი პოზიცია, მაგრამ ახლა ვითარება იმის გამოა გართულებული, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ჯარები ჰყავს მობილიზებული. ბევრი სერიოზულად გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და რუსეთის ლიდერების საუბრის შედეგებს?

- ჩემი აზრით, ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის შემდეგ აშშ-სა და რუსეთის პოზიციები არ დაახლოებულა. თუ ვსაუბრობთ უკრაინის საზღვრებთან კრიზისულ ვითარებაზე, იგი დღეისათვის ისეთივე რჩება, როგორც ამ საუბრამდე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისი არ დასრულებულა.

ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის შემდეგ აშშ-სა და რუსეთის პოზიციები არ დაახლოებულა. თუ ვსაუბრობთ უკრაინის საზღვრებთან კრიზისულ ვითარებაზე, იგი დღეისათვის ისეთივე რჩება, როგორც ამ საუბრამდე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისი არ დასრულებულა

ახლა შევეცდები რატომ ვფიქრობ ასე და ჩემი აზრით ამ საუბრისას სინამდვილეში რა მოხდა. საუბარი გაგრძელდა 2 საათი და 5 წუთი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაიდენმა რუსული არ იცის, ხოლო პუტინმა ინგლისური, მათ საუბარში თარჯიმნები ეხმარებოდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი საუბრის ხანძლივობა 2-ზე უნდა გაიყოს.

რეალურად მათ დაახლოებით 1 საათი ისაუბრეს. ეს დრო კი აშკარად არასაკმარისია იმისათვის, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც მგრძნობიარეა აშშ-სთვის მომხდარიყო მათი პოზიციების დაახლოება. ვგულისხმობ უკრაინის გარდა, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთს საკითხებს და ასევე სხვა საკითხებს.

აქედან გამომდინარე შეიძლება იმაზე საუბარი, რომ უკრაინის საკითხი იყო ალბათ ყველაზე განხილვადი თემა. ამის საფუძველს იძლევა ის განცხადებები, რომელსაც მხარეები უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე აკეთებენ.

უკრაინისთვის სამწუხაროდ, უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე განიხილებოდა. პუტინთან შეხვედრის წინ ბაიდენს ჰქონდა საუბრები ნატოში აშშ-ს ყველაზე გავლენიან მოკავშირეებთან, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებთან. გასაგებია, რომ ისინი ცდილობდნენ უკრაინის საკითხზე კონსენსუსის მიღწევას. რა კონსენსუსი იქნა მიღწეული ჩვენ არ ვიცით. ასეა, რადგან ამაზე მხარეებს რეალურად ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ახლა ყველა იმაზე წერს, რომ ის სანქციები, რომელთა დაწესებას აპირებდა აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ, არაა ასახული აშშ-ს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში. მასში საუბარი არაა არც „ჩრდილოთ ნაკადი-2“-ზე და არც რუსეთის სახელმწიფო ვალზე არაფერია ნათქვამი. ვნახოთ საბოლოო ვარიანტში როგორ იქნება ასახული რუსული თემა.

როგორც ჩანს, რუსეთმა გარკვეული ფასი უკვე გადაიხადა. თუ ეს ასეა, უნდა ვიცოდეთ რაში გადაიხადა რუსეთმა ფასი და ამის გამო პასუხად რას მიიღებს რუსეთი? ამის გარდა, სად არის აქ უკრაინა, როგორც სუბიექტი კი არა, როგორც ობიექტი? და კიდევ - უკრაინას რა ფასის გადახდა მოუწევს და რაში? ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მთავარი კითხვა ესაა.

როგორც ჩანს, რუსეთმა გარკვეული ფასი უკვე გადაიხადა. თუ ეს ასეა, უნდა ვიცოდეთ რაში გადაიხადა რუსეთმა ფასი და ამის გამო პასუხად რას მიიღებს რუსეთი? ამის გარდა, სად არის აქ უკრაინა, როგორც სუბიექტი კი არა, როგორც ობიექტი? და კიდევ - უკრაინას რა ფასის გადახდა მოუწევს და რაში? ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მთავარი კითხვა ესაა

ვიმეორებ, როგორც ჩანს, ამ საუბრისას აშშ-სა და რუსეთის პოზიციების დაახლოება არ მომხდარა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრები და კონსულტაციები არა მარტო უკრაინის თემაზე გაგრძელდება.

- დიახ, თქვენთან დარეკვამდე მეც გავეცანი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული ბიუჯეტის პროექტზე ინფორმაციას, რომელშიც მართლაც არაფერია ნათქვამი აშშ-ს მიერ რუსეთისათვის დასაწესებელ ეკონომიკურ სანქციებზე.

ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, ვაშინგტონის ამგვარი დამოკიდებულება რუსეთისადმი იყო ის, რის გამო ამ ეტაპზე მოსკოვმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე?

- ჩვენ რეალურად არ ვიცით რა შეთანხმება აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ აშშ-ს ბიუჯეტის პროექტიდან რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციები ამოღებულ იქნა.

არა ვარ დარწმუნებული, რომ მომხდარი სწორედ უკრაინას უკავშირდება. აშშ-ს უკრაინის გარდა აწუხებს კიდევ არა ერთი თემა, რომელიც აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებს უფრო მეტად ეხება, ვიდრე ვთქვათ, იგივე უკრაინის თემა.

- თუ მოსკოვის რეაქციით ვიმსჯელებთ ბაიდენს პუტინისთვის არ მიუცია გარანტიები იმაზე, რომ უკრაინა არ იქნება ნატოში მიღებული და ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიცია საკმაოდ მკაფიოა...

- მე 200%-ით ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ აშშ რუსეთს არ მისცემდა იმის გარანტიებს, რომ უკრაინა არ იქნებოდა ნატოში მიღებული. ამ თემაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადებები. როგორც ჩანს, ბაიდენს მოკავშირეებთან ამ თემაზე ტყუილად არ უსაუბრია.

ბაიდენს პუტინისათვის უკრაინის ნატოში მიუღებლობის პირობა რომ მიეცა, მაშინ აშშ წერტილს დაუსვამდა დასავლეთის ქვეყნების თავის ლიდერობას. ეს ნატოსთვისაც ძალიან ცუდი იქნებოდა.

ბაიდენს პუტინისათვის უკრაინის ნატოში მიუღებლობის პირობა რომ მიეცა, მაშინ აშშ წერტილს დაუსვამდა დასავლეთის ქვეყნების თავის ლიდერობას. ეს ნატოსთვისაც ძალიან ცუდი იქნებოდა

- დამკვირვებელთა ნაწილი ახლა იმაზე საუბრობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომზე უარს კი იტყვის, მაგრამ ახლა ღიად დააყენებს დონბასის 1/3ის იმ ნაწილში თავის სამხედროებს, რომელიც მას ისედაც ოკუპირებული აქვს.

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების ალბათობა რამდენად დიდია?

- სი-ენ-ენ-მა ცოტა ხნის წინ სწორად შენიშნა - არავინ იცის რა ნაბიჯებს გადადგამს პუტინი. ახლაც არავის შეუძლია იმის თქმა, უკრაინასთან მიმართებაში რა გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ის „წითელი ხაზები“, რომელიც პუტინმა გაავლო, ემსახურება ნატოს გაფართოების შეჩერებას. ეს ეხება როგორც უკრაინას, ისე საქართველოს. აქამდე მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა, რომ ასეთი გარანტიები აშშ-სა და დასავლეთისგან მიეღო.

ვფიქრობ, რომ პუტინმა ახლა უკვე მეორეჯერ წარმატებით შეძლო ბაიდენის დაშანტაჟება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პუტინი გააგრძელებს ბაიდენისა და აშშ-ს დაშანტაჟებას. პირველად ეს მოხდა 2021 წლის აპრილში, როცა პუტინმა უკრაინის საზღვრებს ჯარი მიაყენა, ამის შემდეგ იყო ბაიდენ-პუტინის ჟენევის შეხვედრა.

ვფიქრობ, რომ პუტინმა ახლა უკვე მეორეჯერ წარმატებით შეძლო ბაიდენის დაშანტაჟება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პუტინი გააგრძელებს ბაიდენისა და აშშ-ს დაშანტაჟებას. პირველად ეს მოხდა 2021 წლის აპრილში, როცა პუტინმა უკრაინის საზღვრებს ჯარი მიაყენა, ამის შემდეგ იყო ბაიდენ-პუტინის ჟენევის შეხვედრა

ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპაში რუსეთის მიერ ენერგეტიკული კრიზისის ინსპირირების ფონზე. რადგან მისმა ენერგეტიკულმა შანტაჟმა გაამართლა, იგი ასევე გააგრძელებს ევროპაში ენერგეტიკული კრიზისების პერმანენტულად შექმნას ევროკავშირში რყევების გამოწვევას.

- თუ უკრაინასთან დაკავშირებით ლუკაშენკოს განცხადებებს გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ხმელეთიდან უკრაინა რუსული სამხედრო ძალების ალყაშია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბაიდენ-პუტინის ბოლო საუბრის შემდეგ, ისევე როგორც აპრილში, მოხდა, პუტინი გაიყვანს თავის სამხედრო შენაერთებს უკრაინის საზღვრიდან?

- არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან თავის სამხედროებს გაიყვანს, მაგრამ შემიძლია მქონდეს მხოლოდ ამის იმედი.

პუტინმა თავის მიზნებს მიაღწია. თუ მან ჩათვალა, რომ სწორედ ასეა, საკმაოდ მალე, სულ რაღაც რამდენიმე დღეში გავიგებთ.

- ბაიდენ-პუტინის საუბრის შემდეგ, როგორც სი-ენ-ენი ამბობს, მაინც ნარჩუნდება უკრაინაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის თებერვალში დაწყების ალბათობა?

- უკრაინისთვის სამწუხაროდ, ფიქრობ, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ალბათობა მუდმივად იარსებებს. მითუმეტეს, როცა პუტინი დარწმუნდა, რომ მისი მიზნების მისაღწევად აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან შანტაჟი ჭრის. და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ იმ სფეროებს, რომელიც რუსეთს ინტერებს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ალბათობა მუდმივად იარსებებს. მითუმეტეს, როცა პუტინი დარწმუნდა, რომ მისი მიზნების მისაღწევად აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან შანტაჟი ჭრის. და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ იმ სფეროებს, რომელიც რუსეთს ინტერებს

აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან რუსეთის დაპირისპირებაში უკრაინა მხოლოდ დასავლეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია. თუ დასავლეთი არ იომებს რუსეთთან უკრაინისთვის და მხოლოდ თავისი საკითხების გადაჭრას შეეცდება, ამით მოსკოვის პოზიციები გაძლიერდება.

- ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა უკრაინა-რუსეთის ომში არ იომებს, მაგრამ მიაწვდის ლეტალურ იარაღს, ტექნოლოგიებს და სამხედრო მრჩევლებითაც დაეხმარება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელები არ იომებენ, მაგრამ მოგვაწვდიან თუ არა იარაღს, ეს მართლაც საინტერესო თემაა. როცა სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია მოახდინა, მაგრამ მე არ მსმენია, რომ აშშ-მ დაიწყო უკრაინისთვის იარაღის მოწოდება. ვთქვათ, იგივე სტინგერების, ან ჯაველინების ჩვენი ძალების გასაძლიერებლად. შესაძლოა, ეს საჯაროდ არ მომხდარა, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ამგვარი რამ მოხდა.

როცა კეთდება განცხადებები, რომ აშშ უკრაინას სამხედრო იარაღით დაეხმარება, ამ თემაზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. მთავარია დახმარება იყოს დროული და ადეკვატური.

როცა კეთდება განცხადებები, რომ აშშ უკრაინას სამხედრო იარაღით დაეხმარება, ამ თემაზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. მთავარია დახმარება იყოს დროული და ადეკვატური

- როგორც ვხედავ, თვლით, რომ ბაიდენ-პუტინის ბოლო საუბრით უკრაინას ბევრი არც არაფერი მოუგია?

- ვფიქრობ, რომ უკრაინა როგორც აქამდე იყო რუსეთის წინააღმდეგ ერთი-ერთზე, ისევ ერთი ერთზე დარჩა.

ჩვენ ეს გვესმის. კარგია, რომ სამხედრო იარაღით გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ თავად უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ეფექტურად შევძლოთ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

- იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის, ასვე უკრაინა-ბელარუსის საზღვრის მთელ პერიმეტრზე რუსული ჯარები დგანან, რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ქვეყანამ ეფექტურად მოქმედება?

- სწორს ბრძანებთ პერიმეტრის სიდიდესთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს, ასეა მიუხედავად იმისა, რომ სამ კვირაზე მეტია, რაც მიღებულია „კანონი ტერიტორიული თავდაცვის შესახებ,“ რომელიც ითვალისწინებდა ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების მობილიზაციისა და მობილიზებულების გარკვეულ მომზადებას.

მასში უნდა იყვნენ გაერთიანებული ათასობით ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ პერიმეტრის გასწვრივ პირველ-მეორე ეშელონში სერიოზული თავდაცვითი დაპირისპირების ზღუდეების შექმნას. ტერიტორიულ თავდაცვაში შეგვიძლია მილიონამდე ადამიანის მობილიზება.

200 ათასზე მეტი რეზერვისტები გვყავს, რომლებსაც ბრძოლებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით ჯერ ნაბიჯები არ გადადგმულა. ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტური იქნებოდა რუსული აგრესიისაგან თავის დასაცავად, ვიდრე აშშ-ს დაპირებები დახმარების შესახებ.

- თქვენი დაკვირვებით, დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიების გასწვრივ ახლა რა ვითარებაა?

- რუსეთი უკრაინას სდებს ბრალს იმაში, რომ ამ პერიმეტრზე ვითარება პერმანენტულად იძაბება, არადა, ფაქტია, რომ დაძაბულობის კერებს სწორედ იქ მყოფი რუსული სამხედროები ქმნიან. ვფიქრობ, რომ ის, რაც ახლა დაპირისპირების ზოლზე ხდება რუსული შანტაჟის ნაწილია.

თუ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული პროვოკაციები გაგრძელდება და თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრემლი გააგრძელებს აშშ-სა და დასავლეთის უკრაინაში ომის დაწყების თემით შანტაჟს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს