საქართველოს IT ბაზრის ლიდერი კომპანია იუჯითი აანონსებს, რომ მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ სერვისების მიმართულებით წარმატებით დაასრულა გარე აუდიტი და გაიარა სერტიფიკაცია ISO 27001 სტანდარტის შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის დოკუმენტირებული სისტემის მიმართ; მისი შემუშავების, იმპლემენტირების, ოპერირების, მონიტორინგის, გადახედვისა და გაუმჯობესების მიმართულებით.
აღნიშნული აკრედიტაცია ადასტურებს, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO სტანდარტი ახლა უკვე იუჯითის მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ სერვისების ინტეგრირებული და განუყოფელი ნაწილია, რაც თავის მხრივ, მისი მომხმარებელი ორგანიზაციების ინფორმაციის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.

„ISO 27001 აკრედიტაციის გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ პროცესებსა და ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს, რათა ვუზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტების სენსიტიური ინფორმაციის მაღალი დაცულობა“ - აცხადებს იუჯითის IT სერვისების ოპერაციების დირექტორი მამუკა სამხარაძე.

იუჯითის შესახებ
ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია იუჯითი საქართველოს #1 სისტემური ინტეგრატორი და IT სერვისების მიმწოდებელია. იუჯითის მონაცემთა ცენტრი და ქლაუდ სერვისები განკუთვნილია კრიტიკული IT სისტემების მქონე ორგანიზაციებისთვის და სრულად ფარავს მათ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს. UGT Cloud პლატფორმა აგებულია სრულად ლიცენზირებულ Microsoft-ისა და VMware-ს პროგრამულ სისტემებზე და ოპერირებს, როგორც ამ ორგანიზაციების ერთადერთი ოფიციალური ქლაუდ პროვაიდერი საქართველოში.
(R)