ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი "ქართული ოცნების" წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულოს სულ 27 დეპუტატი ჰყავს. მანდატები ასეა გადანაწილებული: "ქართული ოცნება" 12 მანდატი, "ერთიანი ნაციონლური მოძრაობა" 7, პარტია "საქართველოსთვის" 7, "ლელო" 1.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს