სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება 7 ობიექტში განხორციელდა.

„შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა, ხოლო შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ის სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“ ( აღნიშნულ ობიექტს არაფერია აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის