შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ყველანაირ გზას ეძებს, პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს

უტიფრობაა, როცა ადამიანს, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ეძებს გზებს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს.

"ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის და ყველანაირ გზას ეძებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ადასტურებს ორ რამეს - ეს არის ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითი, როცა ადამიანს აქვს მზაობა რომ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს და მეორე - ეს არის უტიფრობა, როცა ადამიანი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა მასთან არის ამ ქვეყანაში იდენტიფიცირებული, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი და ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან