ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისთვის კენჭი განმეორებით უნდა ეყარათ, კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისთვის კენჭი განმეორებით უნდა ეყარათ, კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. საკრებულოს წევრები ერთი კვირის ფარგლებში კვლავ შეიკრიბებიან.

სხდომის დაწყებისას საკრებულოში შემავალი სამი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პარტია "საქართველოსთვის" და "ლელო" წარმომადგენლებმა, რომლებსაც საერთო ჯამში უმრავლესობა აქვთ, განაცხადეს, რომ მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერდნენ, ამ შემთხვევაში ეს პარტია "საქართველოსთვის" წევრი შოთა წურწუმია იყო, თუმცა კენჭისყრის შემდეგ სულ სხვა შედეგი დადგა.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, "ქართული ოცნების" კანდიდატს ჯუმბერ იზორიას მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ხმა ჯუმბერ იზორიამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ეს საკმარისი არ იყო, ხელმეორე კენჭისყრა დაინიშნა, რომელშიც მონაწილეობა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა