ბროწლეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის მოწყობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ასფალტბეტონის საფარი სოფლის გზის ორივე მონაკვეთზე უკვე დაიგო.მათი ჯამური სიგრძე 889 მეტრია.

„პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიერთებების, გადაკვეთებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.

აღნიშნულ გზის მონაკვეთებს წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შიდა საუბნო გზის ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წლის წინ დაგებული ასფალტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი, მეორეზე კი დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა