ნიკა სიმონიშვილი - მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ერიკა ოლსონის თანამდებობას - პარტნიორების მისამართით ასეთი განცხადებები სერიოზულობის ვერავითარ ფილტრში ვერ ჯდება

მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით, უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გასაგები იქნებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს მტრების მისამართით, მაგრამ როდესაც ისინი ჟღერდება იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.

„მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. თუ ხვდება და ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის. თუ ვერ ხვდება და ისე აკეთებს ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამაზიანებელია. ეს ჩვენ არა მარტო კახა კალაძის მხრიდან მოვისმინეთ, მოვისმინეთ პარტიის ხელმძღვანელის მხრიდანაც კელი დეგნანის მიმართ, უბრალოდ არ გაჩერდა ეს ადამიანი და აგრძელებს და აგრძელებს განცხადებებს. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება. ამდენად მიჭირს ამ საკითხთან დაკავშირებით მეც სერიოზული შეფასება გავაკეთო. ასეთი პოლიტიკის წარმოება უბრალოდ არის მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებზე და არა ჩვენს მტერზე. ჩვენ რომ მოვისმინოთ ასეთი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ, როდესაც ვისმენთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართულებით ასეთ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს 30 წელია უჭერენ მხარს, რომ ქვეყანა გადარჩეს და უბრალოდ არ გადაგვყლაპოს ჩვენმა მეზობელმა და ამ ადამიანებისა და ამ ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ, როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს, ერთი რომ არასერიოზულია და მეორე, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არის ძალიან დამაზიანებელი,“ - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერისთვის კახა კალაძისთვის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის თანამდობა გაუგებარი აღმოჩნდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა: "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?კახა კალაძის აღნიშნული განცხადება ერიკა ოლსონის კრიტიკულ შეფასებას მოჰყვა, რომლის თქმით, ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. „მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა და სურთ იხილონ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ერიკა ოლსონმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს