რუსეთში კორონავირუსის 30 873 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 176 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 30 873 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 956 679-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1 176 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 287 180 შეადგინა.

პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 8 673 518 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში