ევროპის საბჭოს კონგრესსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ქალაქ თბილისში, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართა.

„მემორანდუმს ხელი 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმაც მოაწერა. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზაობას, გააუმჯობესონ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებით. ასევე, ხელი შეუწყონ მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ღია, ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირებისთვის შემუშავებული სოციალური პროგრამა გააცნო. აღსანიშნავია,რომ სწორედ აღნიშნული პროგრამა 2019 წელს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ნომინაციაში "მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის" გამარჯვებულად დაასახელა. ჰიბრიდულ რეჟიმში მოწყობილ შეხვედრას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსთან ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, 12 მუნიციპალიტეტთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით, ხელი შეუწყოს უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას. ღონისძიებაზე ასევე დამსწრე საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირებისთვის შემუშავებული სოციალური პროგრამები გავაცანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოული მოქალაქის უფლებების დაცვა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაა, რაშიც ევროპის საბჭოს კონგრესსთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს