Mymarket-მა ელექტრონულ კომერციაში სიახლეები დანერგა

ჩვენ გარშემო არიან კომპანიები, რომლებსაც არ აშინებთ თამამი გადაწყვეტილებები და სწრაფად რეაგირებენ მომხმარებლის მოთხოვნაზე, აკვირდებიან მათ ქცევას, იკვლევენ ბაზრის პოტენციურ საჭიროებებს და ქმნიან პროდუქტსა თუ სერვისს, რომელიც ამარტივებს მომხმარებლის ცხოვრებას - სწორედ ეს გზა აქვს არჩეული Mymarket-ს, რომელიც ყველაზე დიდი E-commerce პლატფორმაა საქართველოში.

ჩვენ მოგიყვებით იმ 3 სიახლის შესახებ, რომელიც პირველმა Mymarket - მა დაამკვიდრა და განაგრძობს მის განვითარებას.

ეორადი ნივთების ადგილზე მიტანის სერვისი

Mymarket ქართულ ბაზარზე, მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პლატფორმაა, ახალი სერვისით კი ეს პროცესი უფრო გამარტივებული გახდება. ხშირად ძველი ნივთების გაყიდვის შემაფერხებელ ფაქტორებად სახელდებოდა დროის არ ქონა, პოტენციურ მყიდველთან ან გამყიდველთან კომუნიკაცის დაგეგმვა, გაყიდული ნივთის მიწოდება და ანგარიშსწორება. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა მეორადი პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა. სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია Mymarket-ზე განცხადების ატვირთვის დროს გამყიდველმა მონიშნოს – „ონლაინ“ გაყიდვა. ნივთის გაყიდვის შემთხვევაში კი კურიერი უზრუნველყოფს მისი საქართველოს ერთი წერტილიდან, მეორე წერტილში ტრანსპორტირებას.

ეორადი ნივთების განვადებით შეძენა

განვადებით ახალი პროდუქტის შეძენა, უცხო არავისთვის არ არის, მაგრამ რას იტყვით, თუ განვადებით შეძლებთ მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას?

პირველად ქართული E-Commerce პლატფორმების ისტორიაში, მომხმარებელი გარდა იმისა, რომ შეძლებს, იყიდოს ან გაყიდოს მეორადი პროდუქცია „ონლაინ“ ამავე დროს შეძლებს ისარგებლოს განვადებით. გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველს ჩაერიცხება სრული თანხა, ხოლო მყიდველი დაფარავს ბანკთან ეტაპობრივად.

რიპტოვალუტით გადახდები

Mymarket-ს 12 სხვადასხვა კრიპტო ვალუტით გადახდა დაემატა და საქართველოში პირველი კრიპტო ტრანზაქციებიც განხორციელდა. მომხმარებლებს, Mycoins-ის ელექტრონული საფულით, Mymarket-ზე შეუძლიათ სასურველი ნივთის შეძენა. სავაჭროდ განკუთვნილია ყველაზე მოთხოვნადი კრიპტო ვალუტები: Bitcoin, Ethereum, Dogecoin, Litecoin, Ripple, Bitcoin Cash, Dash, Tether, Stellar, Matic, Ada, Eos.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა